ზოდია

ზოდია
სიმრგwლე მზისა მოქცევისა წელიწდეულად, зодиак, Ζοδιακός, Ζωδιον; ხოლო განიწვალების ესე რიცხჳსაებრ 12 თთვეთა წლისათა, 12 კერზოდ ანუ ბურჯად, რომელთაგან თჳთოეულსა დარქმევია სახელი თანავარსკwლავედისა მის, რომელიცა თჳთოეულსა თთვესა შინა მიითwალავს მზესა მიმოქცევასა შინა მისსა. ამათ თანავარსკwლავედთადმი მსგავსებისაებრ ცხოველთა და სხwათა ნივთთასაგანკუთნვილ არიან სახელნი და ნიშანნი. ნიშანთა ამათ ეწოდების ზოდიანი ნიშანნი ცისანი, ანუ ნიშანნი ზოდიაქოსანი, რომელთაცა გარეშეთა შინა წერილთა უწოდებენ ბურჯად ანუ ეტლად. შესამეცნებელად ამისა წინადაიდების აქა, შემდგომი ტაბლიცა ჩვენებითურთ სახელთა თთვეთასა, რაოდენობისა დღეთა მათთასა და განკუთნვილთა მათდამი ნიშანთა ზოდიაქოსთა ( ტაბულა). და ესრეთ იანვარსა შინა მიითwალავს მზესა წყლის საქანელი, ფებერვალსა შინა - თევზნი, მარტსა - ვერძი, აპრილსა - კურო და შემდგომნი. კwალად შეისწავე, რამეთუ თჳთოეულსა ოთხსა წელიწადსა შინა ფებერვალსა დაერთვის ერთი დღე და შეიქმნების 29. ამ წელიწადს ეწოდების ნაკისა (იხილე მიზეზი ამისი ლექსსა შინა ნაკი. ხოლო უვრცელესად განმარტება ყოვლისავე ჰპოვო ჶიზიკურსა შინა ასტრონომიასა).

Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»